X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2021 წლის 9 ივლისს იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

28 მაისი 2021

2021 წლის 9 ივლისს, დაბა ბაკურიანში, იგეგმება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა. განხილვა ჩატარდება შემდეგ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ქ. N7-ში (კინოთეატრი). საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა 13:00 საათი.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია. ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის N16 არეალის განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქ თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@mrdi.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: საიტზე განთავსებული ფაილის ბმული